კახეთში ადგილობრივ სოფლებში დამონტაჟებული სტალინის ბიუსტების აღწერა დაიწყეს. საბჭოთა ბელადის ბიუსტების ინვენტარიზაციის მიზეზი უცნობია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საიმფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
გურჯაანში თავისუფლების მოედანზე მდგარი სტალინის ბიუსტი დემონტირებულია. მის ნაცვლად სპეციალური დაფა დაამონტაჟეს, რომელზედაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული. ამასთან, იქვე დაამონტაჟეს გლობუსი, რომელიც სამყაროს განასახიერებს.
სტალინის დემონტირებულ ბიუსტს მალე მუზეუმში გადაიტანენ.
კახეთში სტალინის დაახლოებით 20-მდე ბიუსტია.
უფრო ადრე საქართველოში, მათ შორის, იოსებ სტალინის მშობლიურ გორში, ბელადის ქანდაკებები აიღეს.