გასული წლის ზაფხულში კახეთში დაკარგული გოგონას_ციცინო ქიტაშვილის მკვლელობის სავარაუდო ვერსია ცნობილია. მის მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი გარდაცვლილის შეყვარებული ზაზა ბედოშვილია.
ბედოშვილი მკვლელობის ერთადერთ ვერსიას ყვება. კერძოდ, ქიტაშვილი მისგან ორსულად იყო, მას კი არ უნდოდა ბავშვის გაჩენა. ამასთან, ბედოშვილი აცხადებს, რომ გოგონა მას აშანტაჟებდა და ცოლად წაყვანას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩივილით ემუქრებოდა.
ზაზა ბედოშვილმა უკვე აღიარა, რომ ქიტაშვილი მანქანის საქარე მინების საწმენდი ჩვრით გაგუდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ქალაქ ახმეტის მიუვალ შესასვლელში დამარხა. დაკავებულმა ეს ადგილიც მიუთითა.
იმ დროს ციცინო ოთხი თვის ორსული იყო. "კურიერთან" საუბარში გარდაცვლილის დედა ყვება, რომ შვილის ორსულობის შესახებ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტყო, მაშინ ის არასრულწლოვანი იყო.
"ციცინოს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე შეყვარებულისგან სმს-ი მოუვიდა, რითაც იგი მას ცოლად შერთვას ჰპირდებოდა,"_აცხადებს დაღუპულის ქიტაშვილის დედა.
წინასწარი გამოძიება 108 განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე დამძიმდეს და მას 109-ე ანუ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი მიუყენონ.
შეგახსენებთ, 2010 წლის აგვისტოდან ციცინო ქიტაშვილი დაკარგულად ითვლებოდა. კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 1991 წელს დაბადებული ზაზა ბედოშვილი.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ზაზა ბედოშვილმა 2010 წლის 26 აგვისტოს 1993 წ.დ. ციცინო ქიტაშვილი გაგუდა და შემდგომ ცხედარი ახმეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხა.