„დღეს დილით რამდენიმე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს იუწყება BBC.
უწყების ცნობით, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან, პილოტები ევაკუირებულნი არიან და სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟის მდგომარეობა „სტაბილურია“.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუვეითში ერთი გამანადგურებელი ჩამოვარდა.
ვიდეოჩანაწერის ანალიზის შედეგად CNN-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ალი ალ-სალემში მდებარე ამერიკული საჰაერო ბაზიდან 10 კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდა. მათი ანალიზის თანახმად, ჩამოვარდა F-15E ან F/A-18.