ირანში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის თავდასხმის შემდეგ, სამხრეთ ირანში, სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ამას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „კიდევ ერთი შავი ფურცელია აგრესორების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის სიაში“ .
ირანის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა და 747 დაიჭრა.
ოფიციალური პირის თქმით, ჰორმოზგანის პროვინციაში, ქალაქ მინაბში მდებარე სკოლაზე „სამი სარაკეტო დარტყმა“ განხორციელდა.
ის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ბაზიდან დაახლოებით 600 მეტრში მდებარეობს.