უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიელი სამხედროების მიერ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობტანკერის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელიადა ასეთი გემების ჩამორთმეცა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
„ბელგიამ გუშინ ღამით მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“ ტანკერის ამოღების შესახებ. ეს კონკრეტული გემი დიდი ხანია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, თუმცა აგრძელებს რუსული ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებას ყალბი დროშისა და გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით. ჩვენ მივესალმებით მოსკოვის მცურავი საფულის წინააღმდეგ ამ გადამწყვეტ ქმედებებს და მადლობას ვუხდით საფრანგეთს ოპერაციის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპული კანონმდებლობის მოდერნიზაცია, რათა რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები უბრალოდ არ გაჩერდნენ, არამედ ჩამოართვან და მათი ნავთობი ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოიყენონ.
„ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ. რუსეთი მაფიოზური ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებს და პასუხი ამ რეალობას უნდა ასახავდეს. თუ ისინი ომის გამო უარყოფენ წესებს, წესები უნდა ითვალისწინებდეს მკაფიო და მტკიცე პასუხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ბელგიამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა.