რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნეთანიაჰუსა და ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია“.
„ტრამპმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისა,“ რაც ყოველთვის „ამერიკა უკანასკნელს“ ნიშნავს.
ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები ამ დღისთვის მზად არიან და აგრესორებს იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ“, - წერს არაღჩი.
შეგახსენებთ, Channel 12-მა ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.
ისრაელი ინფორმაციის საბოლოო დადასტურებას ელოდება.