ისრაელის „არხი 12“-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების წყარო აცხადებს, რომ ირანში მიმდინარე თავდასხმა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის რეზიდენციაა.
ინფორმაციაში მოყვანილია ირანის ოპოზიციის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამიზნედ ირანელი ლიდერების სახლებია.
თავდასხმის დაწყების შემდეგ „მოსადმა“ განცხადება გაავრცელა და ირანის მოქალაქეებს მიმართა.
„ირანელო ძმებო და დებო. თქვენ მარტო არ ხართ! ერთად ირანს დიდებულ დღეებს დავუბრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.