აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ირანი უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადა.
„დღეს მე ირანს უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად ვაცხადებ. როდესაც 47 წლის წინ ირანის რეჟიმმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, აიათოლა ხამენეიმ (ირანის უზენაესმა ლიდერმა) ხელისუფლებაში თავისი ძალაუფლება გააძლიერა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანით. ათწლეულების განმავლობაში ირანი აგრძელებდა უდანაშაულო ამერიკელებისა და სხვა მოქალაქეების სასტიკად დაკავებას, მათ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად იყენებდა. ეს საზიზღარი პრაქტიკა უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
რუბიო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამერიკელებს, არ იმოგზაურონ ირანში რაიმე მიზეზით. რუბიომ ასევე აღნიშნავს, რომ „ირანის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს მძევლების აყვანა და გაათავისუფლოს ირანში უკანონოდ დაკავებული ყველა ამერიკელი“.
„არც ერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში რამე მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკელებს, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, - აცხადებს რუბიო.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნავს, რომ გასულ შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო დაკავებისგან დასაცავად, ხოლო კონგრესმა შემდგომში მიიღო „უკანონო დაკავების საწინააღმდეგო აქტი“.
„ეს სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებამოსილებას, ირანი უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადოს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ მირებული იქნება დამატებითი ზომები, თუ უკანონო დაკავებები გაგრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს მძევლების აყვანა და გაათავისუფლოს ირანში უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი, რაც შესაძლოა, ამ სტატუსის და მასთან დაკავშირებული ქმედებების დასრულების საფუძველი გახდეს.