აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა, თუმცა, ის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელის.
„ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს კიდევ გვექნება მოლაპარაკებები, მაგრამ არა, მე არ ვარ კმაყოფილი მოლაპარაკებების პროგრესით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თეირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
ტრამპმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები აცნობიერებს გაჭიანურებული კონფლიქტის რისკს, თუ ირანის წინააღმდეგ ძალა გამოყენებული იქნება. „მოგეხსენებათ, კონფლიქტის დროს არსებობს რისკი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს - კარგიც და ცუდიც“, - განმარტა მან.
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა 26 თებერვალს ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამართეს. ტექნიკური მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.