პოლონეთი და სომხეთი სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლონეთში ვიზიტისას, სომხეთმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევებს, იარაღის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და თავდაცვის საწარმოების განვითარებას.
„ამ თანამშრომლობით ჩვენი ორივე ქვეყანა ისარგებლებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.
“ჩვენ გვჯერა, რომ სამხედრო თანამშრომლობა, თანამშრომლობა მთელი რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სომხეთის, ასევე პოლონეთის სასიცოცხლო ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა მაღალი ფასის გადახდა გვიწევს, როცა მარტო ვრჩებით. ორივე ერი, ორივე სახელმწიფო და ჩვენ, როგორც ჩვენი მთავრობების პრემიერ-მინისტრები, კარგად გვესმის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ მარტო არ დავრჩეთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტუსკმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ვაჭრობა და ინვესტიციები, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთის მიმართ და რეგიონში არსებული ვითარება.