ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოSტა კიევში 24 თებერვალს დილით ჩავიდნენ.
„ომის დაწყების შემდეგ მეათედ ვარ კიევში. იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ურყევ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და მკაცრი ზამთრის განმავლობაში,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Х-ზე.
მან დასძინა, რომ კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე იმყოფება, რათა ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ურყევ ერთგულებას.
„და ასევე რათა მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე აგრესორს: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება. მშვიდობა უკრაინის პირობებით“, - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, კოშტამ აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტის მიზანი „უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაა“.