პრესტიჟული მუსიკალურ დაჯილდოვებაზე "გრემი" პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ და ქანთრის სტილის შემსრულებელმა ტრიომ "ლედი ანტებელუმმა" ყველაზე მეტი პრიზი მოიპოვეს.
"ლედი ანტებელუმმა" 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათი სიმღერა "Nეედ Yოუ Nოწ" წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა. აღნიშნულმა სიმღერამ გამარჯვება მოიპოვა წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაშიც.
ლედი გაგამ გამარჯვება სამ ნომინაციაში მოიპოვა. ლედი გაგას ალბომი "თჰე Fამე Mონსტერ" წლის საუკეთესო ვოკალურ ალბომად დასახელდა.
რეპერმა ჟაყ-ძ - მაც და სოულის შემსრულებელმა ჯონ ლეგენდმაც სამ ნომინაციაში მოიპოვეს გამარჯვება.
ყველაზე მეტ ნომინაციაში წარდგენილი იყო რეპერი ემინემი, თუმცა მან "გრემის" დაჯილდოვებაზე მხოლოდ ორი ჯილდო მოიპოვა. გრემი მან საუკეთესო რეპ ალბომ "ღეცოვერყ"-თვისა და საუკეთესო რეპ ნამუშევარ "Nოტ Aფრაიდ" - თვის მოიპოვა.
ემინემი წარდგენილი იყო წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში, თუმცა ეს პრიზი კანადურმა როკ ჯგუფმა "Aრკადე Fირე"- მ მოიპოვა. ალბომი "შუბურბს" კანადური როკ-ჯგუფის მესამე სტუდიური ნამუშევარია.
დიდი სენსაცია დაფიქსირდა საუკეთესო ახალბედა მომღერლის ნომინაციაში. მომღერალმა და ბასისტმა ესპერანსა სპალდინგმა დაამარცხა ისეთი პოპულარული ახალბედა მომღერლები, როგორიც პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიებერი და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი დრეიკი არიან. აღნიშნულ ნომინაციაში პირველად მოიპოვა გამარჯვება ჯაზის შემსრულებელმა.
"გრემზე" გამარჯვება მოიპოვა სერ პოლ მაკარტნიმაც. წლის საუკეთესო ელექტროალბომათ დასახელდა ბრიტანელი შემსრულებლის ლა რუს ალბომი. საუკეთესო მეტალისტ ჯგუფად "აირონ მეიდენი" დასახელდა.
"გრემი" ასევე გადაეცათ შადეს, ბრიტანულ როკ-ჯგუფ "მიუსს" და სხვა ცნობილ შემსრულებლებს.