23 თებერვლის ღამეს, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, თავდასხმა განხორციელდა „კალეიკინოს“ ნავთობსატუმბ სადგურზე (OPS), რომელიც „დრუჟბას“ საექსპორტო ნავთობსადენის ფუნქციონირების საკვანძო კვანძია.
ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Astra ავრცელებს.
დილით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა.
რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გამოიწვია.
„დაშავებულები არ არიან. ამჟამად მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნულია ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაში