შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს 31 მარტს, 3-დღიანი ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ეს იქნება დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტი ჩინეთში, 2017 წლის შემდეგ.
„ეს იქნება დაუვიწყარი“, - განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
ჩინეთში ვიზიტის გამოცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უკანონოდ გამოცხადების შესახებ.
როგორც იუწყებიან, ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მოლაპარაკებები ძირითადად სავაჭრო „ზავის“ გაგრძელებაზე იქნება ორიენტირებული.
ცნობილია, რომ წლის მეორე ნახევარში ჩინეთის ლიდერი ვაშინგტონს ეწვევა.