რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმა მოხდა. არიან დაშავებულები.
„რესპუბლიკაში ერთ-ერთ ობიექტს დრონებით დაესხნენ თავს. ოპერატიული მონაცემების თანახმად, არის დაზიანება და არიან დაშავებულები", - განაცხადა უდმურტეთის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბრეჩალოვმა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ანგაში ადგილობრივი დროით შუაღამისას გამოცხადდა.
უდმურტეთის ჯანდაცვის მინისტრმა სერგეი ბაგინმა განაცხადა, რომ სამი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს - ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთის კი - მძიმე.
ბრეჩალოვს არ დაუსახელებია თავდასხმის ობიექტი, დასახლებული პუნქტი, თუმცა რუსული Telegram არხი Baza იუწყება, რომ აფეთქებები ქალაქ ვოტკინსკში მოხდა.