პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავა.
სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.