დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას Sky News. ავრცელებს. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მეფე ჩარლზის ძმა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება", - ნათქვამია ტემზის ველის პოლიციის განცხადებაში. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორია.
ცნობისთვის, ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეპშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა.