აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მშვიდობის საბჭოს ღაზის სექტორში პროექტებისთვის „მოკრძალებულ თანხას“, 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
„მინდა გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატები „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში 10 მილიარდ დოლარს შეიტანს... ძალიან ბევრი ჩანს, მაგრამ ძალიან მოკრძალებული თანხაა. ჩვენ მზად ვართ 10 მილიარდი დოლარი გავიღოთ და ერთად შევძლებთ სტაბილურობისა და ჰარმონიის დამყარების ოცნების ასრულებას რეგიონში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ომებით იტანჯებოდა“, - განაცხადა ტრამპმა „მშვიდობის“ საბჭოს პირველი შეხვედრის დროს.
მისივე თქმით, ღაზის სექტორში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოკავშირეები $7 მილიარდზე მეტს შეიტანენ.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი [ღაზის] დახმარების პაკეტისთვის ჯამში 7 მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ" - განაცხადა ტრამპმა.