აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, არ გასცეს 100-წლიანი იჯარა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ვეუბნებოდი, რომ იჯარა არ არის კარგი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნებს, რომ დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც 100-წლიან იჯარის ხელშეკრულებას დებს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც „პრეტენზიას აცხადებს“ დიეგო გარსიას უფლებებზე, საკუთრებასა და ინტერესებზე. დიეგო გარსია სტრატეგიულად მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნავს, ირანთან თუ შეთანხმება არ მიიღწევა, შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, დასჭირდეს დიეგო გარსიისა და ფეარფორდის საჰაერო ბაზების გამოყენება.
"ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან ძლიერი და მტკიცეა და უკვე მრავალი წელია, რაც პრემიერმინისტრი სტარმერი ამ მნიშვნელოვან კუნძულზე იმ სუბიექტების პრეტენზიების გამო, რომელთა შესახებაც ადრე არავინ იცოდა, კონტროლს კარგავს. ჩვენი აზრით, ისინი [სუბიექტები] გამოგონილნი არიან.
თუ ირანი გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა აშშ-ს მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო თავდასხმა უკიდურესად არასტაბილური და საშიში [ირანის] რეჟიმის მხრიდან - იერიში, რომელიც შესაძლოა როგორც გაერთიანებულ სამეფოზე, ისე სხვა მეგობარ ქვეყნებზე მიიტანონ.
პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა არ უნდა დაკარგოს კონტროლი დიეგო გარსიაზე, არავითარი მიზეზით, განსაკუთრებით კი, საუკეთესო შემთხვევაში, საეჭვო 100-წლიანი იჯარის გაფორმებით. ეს მიწა არ უნდა ჩამოერთვას გაერთიანებულ სამეფოს და თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი ახლო მოკავშირისთვის დიდი დანაკარგი იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად, მსურველნი და უნარიანნი ვიქნებით გაერთიანებული სამეფოსთვის საბრძოლველად, მაგრამ ისინი 'ვოუქიზმისა' და სხვა მათ წინაშე არსებული პრობლემების წინაშე ძლიერები უნდა დარჩნენ. ნუ დათმობთ დიეგო გარსიას!" - წერს ტრამპი.