უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა გაიმართა.
„ორჯერ ვაშინგტონში და ახლა პირველად ბუდაპეშტში: უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანა, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბუდაპეშტში“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელში
მან დასძინა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, უნგრეთი აგრძელებს კომუნალური ტარიფების შემცირებას.
სიიარტომ ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ყველა საშუალებით უჭერს მხარს ამერიკულ სამშვიდობო ინიციატივებს“.