უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნასთან მდებარე ნავთობტერმინალზე თავდასხმა.
ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გარდა ამისა, ოკუპირებული ყირიმის სოფელ კაჩასთან რუსული Pantsir-S1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა დაზიანდა.
ასევე გენშტაბი იუწყება, რომ 14 თებერვალს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არტილერიის სარემონტო დანაყოფსა და ოკუპანტების ცოცხალ ძალას დარტყმები მიაყენა.
რუსეთმა კრასნოდარის მხარეში რეგიონში მასირებული თავდასხმის შესახებ განაცხადა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, დაზიანდა ნავთობის შესანახი ავზი, საწყობი, ტერმინალები და სხვა ობიექტები.