უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს, 14 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
„რუბიოსთან შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი“, - განუცხადა ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს პარასკევს.
ზელენსკი მიუნხენში იმყოფება, სადაც ამჟამად უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.