ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს არის ყურადღების გადატანის კლასიკური ტაქტიკა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა. ჰიპერმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა.
„ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს არის ყურადღების გადატანის კლასიკური ტაქტიკა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ სიტუაციიას გაუმჯობესებას დემოკრატიისა და თავისუფლების თვალსაზრისით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და სიტყვის თავისუფლებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, იცით, რომ შევაჩერეთ საქართველოს ხელისუფლებისვის პირდაპირი დახმარება და უვიზო მიმოსვლა დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ჰიპერმა.