სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, აშშ და რუსეთი, 4-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მან ახლახან მოისმინა უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ანგარიში.
„შემდეგი სამმხრივი შეხვედრების თარიღები დაზუსტდა: 4 და 5 თებერვალი აბუ დაბიში. უკრაინა მზადაა არსებითი მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებას დაგვაახლოებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას დაეხმარა.