ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანელ ხალხს მიმართავს.
"თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია.
ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ უნდა იყოს.
მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს.
ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, კაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, არის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია.
ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა.
ირანი თავისუფალი იქნება", - წერე მეცოლა.