ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უჭერდა მხარს და ირანსა და კუბასთან თანამშრომლობდა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე ვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით.
ლიეტუვას ნიკოლას მადურო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ უღიარებია.
შეგახსენებთ, რომ მისი რეჟიმი მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აქტიურად თანამშრომლობდა ირანთან და კუბასთან.
ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერი შემდგომი ქმედება საერთაშორისო სამართალს შეესაბამებოდეს.