ყაზახეთში, 2025 წელს ადგილობრივმა უსაფრთხოების ძალებმა რეკორდული, 700-ზე მეტი საქმე აღძრეს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდებ ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაზონა“, პრიექტი „მშავიდობით იარაღო“ და „რადიო თავისუფლება“ ავრცელებენ..
„მედიაზონას“ ცნობით, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, ყველა ბრალდებულმა „განახორციელა დანაშაულებრივი განზრახვა“ ომში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ეს ეხება მათ, ვინც კონტრაქტები გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“
„მედიაზონასა“ და BBC-ის რუსული სამსახურის შეფასებით, უკრაინასთან ომში ყაზახეთის თითქმის 200 მოქალაქე ან ყაზახეთის მკვიდრი დაიღუპა.
ამ დრომდე ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებდა და შემთხვევების რაოდენობა წელიწადში ათეულობით შემოიფარგლებოდა.
თუმცა, 2025 წლის დასაწყისში, შესაძლო დაქირავებულთა პირადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
2025 წლის აპრილსა და ივლისში უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიცოცხლო“, გამოაქვეყნა ყაზახეთის 1200 მოქალაქის სია, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან ან იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ.
შედეგად, 2025 წელს ქვეყანაში „მონაწილეობისთვის“ რეკორდული რაოდენობის 709 საქმე გაიხსნა, ხოლო „დაქირავებულობისთვის“ - 28.