უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს ტელეფონით ესაუბრა.
„მე მას ინფორმაცია, ამერიკასთან მოლაპარაკებების მიმდონარეობის შესახებ. მე და იონასმა ასევე ერთად განვიხილეთ შესაძლო შემდეგი ნაბიჯები“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე დააანონსა მოლაპარაკებები სხვა ევროპელ ლიდერებთან, „რათა ყველანი ერთსა და იმავე ტემპში ვიყოთ და ერთი საერთო მიზანი გვქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთო მიზანია ნამდვილი უსაფრთხოება, რეალური აღდგენა და ნამდვილი მშვიდობა.