22 წლის შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ლონდონის ცენტრში დააკავეს.
მისი დაკავება პროპალესტინელი აქტივისტების მხარდამჭერ აქციაზე მოხდა.პრო-პალესტინელი აქტივისტები დაპატიმრებული არიან ორგანიზაცია Palestine Action-ის მიერ გამართული წინა დემონსტრაციებთან დაკავშირებული ბრალდებებით. საპროტესტო ჯგუფმა „პატიმრები პალესტინისთვის“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს ბრიტანეთის დედაქალაქში პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ტუნბერგი, რომელსაც უჭირავს მოშიმშილეების მხარდამჭერი პლაკატი წარწერით „მე მხარს ვუჭერ Palestine Action-ის პატიმრებს“, „მე გენოციდის წინააღმდეგი ვარ“.
„დაახლოებით დილის 7 საათზე ფენჩერჩ-სტრიტზე მდებარე შენობა ჩაქუჩებითა და წითელი საღებავით დააზიანეს. ქონების განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს ერთი კაცი და ერთი ქალი. ცოტა ხნის შემდეგ, ადგილზე 22 წლის ქალი მივიდა.
ის დააკავეს აკრძალული ორგანიზაციის (ამ შემთხვევაში Palestine Action) მხარდასაჭერად ობიექტის (ამ შემთხვევაში ბანერის) გამოფენისთვის, რაც 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, - განუცხადა DPA-ს ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა.
Reuters-ის ინფორმაციით, მოგვიანებით გრეტა ტუნბერგის დაკავეა დაადასტურა ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Defend Our Juries.