აშშ-ის გამომძიებლებმა ვერ იპოვეს დამარწმუნებელი მტკიცებულება სასამართლოში ჯულიან ასანჯის მისაზიდად.
დღესდღეობით ასანჯი დიდ ბრიტანეთში შიდაპატიმრობაში იმყოფება და შვედეთის მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ სასამართლო მოსმენას ელოდება.
ფბრ-ის აგენტები შესაფერის მტკიცებულებას ეძებენ, რათა ასანჯს ბრალი წაუყენონ და აშშ-თვის მის გადაცემას მიაღწიონ. აშშ-ის ხელისუფლებას არ სურს, მის წინააღმდეგ შპიონაჟის ბრალდება წამოსწიოს, რადგან ამ შემთხვევაში, ევროპიდან მის გადაცემას ვერ მოახერხებენ.
შპიონაჟთან დაკავშირებით ამერიკული კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
როგორც წესი, ევროპული ქვეყნები საკუთარ ეჭვმიტანილებს იმ ქვეყენებს არ გადასცემენ, სადაც მათ სიკვდილის დასჯა ელით. A
გარდა ამისა, ამერიკული გამოძიება ცდილობს, ასანჯი ფედერალური საკუთრების (კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტების) მოპარვაში დაადანაშაულოს.
ამ მიზნით ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, თითქოს ჯულიან ასანჯი ამერიკის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის_ბრედლი მენინგის თანამონაწილე იყო.
მენინგის ადანაშაულებენ, რომ მან "ვიკილიქსს" ხელისუფლების დაფარული ბაზიდან საიდუმლო დოკუმენტები გადასცა.
თუმცა გამოძიების შედეგებმა დადასტურა, რომ ბრედლი მენინგმა დოკუმენტებს მითვისება საკუთარი ინიციატივით განახორციელა.
შეგახსენებთ, ჯულიან ასანჯის ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი ასანჯი შვედური მხარისთვის არ გადაეცათ. ადვოკატები ეჭვობდნენ, რომ შვედეთი ჯულიან ასანჯს ამერიკას გადასცემდა. იმ შემთხვევაში, თუკი ის გუანტანამოს ციხეში მოხვდებოდა, მას სასტიკი მოპყრობა და წამება ელოდა.
ცნობისთვის, ჯულიან ასანჯი ლონდონში შვედეთის მხარის მოთხოვნით 7 დეკემბერს დააკავეს. 16 დეკემბერს კი გირაოთი გამოუშვეს.