თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა მოედავონ, ეს არის „ქართული ოცნება“, ის ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს - როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ნადრაძის თქმით, ივანიშვილის მიზანი ქვეყნის გარუსება და თავისუფალი აზრის ჩახშობაა, რომ არავინ აღარ გააპროტესტოს უსამართლობა ქვეყანაში.
"ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო რომ ხალხი შეკრებილიყო, არცერთი აქცია არ ყოფილა. რომელშიც მონაწილეობა მე არ მიმეღოს. . დიახ ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზარებ
არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, მედავებიან სტარატეგიული ობიექტების მიტაცებას, თუ ვინმეა გასული კონსტიტუციიდან ეს არის ოცნება, თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა ოცნება. ოცნებაა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმოდნენ ყველას.
აქციებზე ქიმიური იარაღიც კი გამოუყენებიათ. ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის წარმომადგენლებს წარედგინებათ ეს ბრალდებები.
ოცნებას და ივანიშვილს სურს ქვეყნის გარუსება. როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე",- განაცხადა ირაკლი ნადირაძე. ["ტვ პირველი"]