ადვოკატი ქეთი ბექაური ქალაქის მთავარი პროკურორისგან პასუხს ისევ ელოდება.
როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით მამუკა გვარამიასგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ქეთი ბექაურმა თბილისის მთავარ პროკურორს საჩივრით 25 ნოემბერს მიმართა, რომელშიც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ძველი თბილისის რაიონის გამომძიებლების ზურაბ სხირტლაძის და ზურაბ კუპატაძის მოქმედებები დაგმო.
"მათ კანონი დაარღვიეს და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულეს. კერძოდ, მათ არ დაკითხეს დაზარალებული დავით ბაჯელიძე და უარი თქვეს ექსპერტის დაკითხვაზე, რომელიც გამოძიების მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებდა", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".