საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მშრალტვირთმზიდი "NAღUKშOVO" მავნე ნივთიერებით ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ფოთის პორტის გარე რეიდისას იქნა დაფიქსირებული.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პეტრე უშაკოვის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა 2) მუხლის V ნაწილით დაიწყო და ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მას 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.