დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, დეოკუპაციის საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება.
„ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენი „წითელი ხაზები“, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან, ეს არის ჩვენთვის „წითელი ხაზი“. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება, ეს არის მკაფიოდ, რაც შემიძლია გითხრათ. დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.