პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში" ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, 1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმეებზე უფასო ადვოკატის სარგებლობას შესძლებენ.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება ძალაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ უნდა შესულიყო, მთავრობა გამონაკლისი დაუშვა და სოციალურად დაუცველ პირებს 2011 წლის 1-ლი მარტიდან საშუალება ექნებათ უფასო ადვოკატით ისარგებლონ.
მისი თქმით, მთავრობამ ამ კუთხით გამონაკლისი დაუშვა და ახალა უკვე თუ პირს არ აქვს საშუალება, ადვოკატი დაიქირაოს, მას შეუძლია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე უფასო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვოს.