შსს-მ დაადგინა ძებნილი ავთანდილ ბუცხრიკიძის ადგილსამყოფელი, რომელსაც 4 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს ძებნილი ავთანდილ ბუცხრიკიძის ადგილსამყოფელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბუცხრიკიძემ 2004 წელს ნუგზარ ბუცხრიკიძესა და გაგა ჭეიშვილთნ ერთად დააყაჩაღა ორი მოქალაქე და იარაღის მუქრით წაართვა კუთვნილი ავტომობილები. შემდგომ კი ცეცხლი გახსნა სამართალდამცავების მიმართ. შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალნენ პოლიციის თანამშრომლები, როინ რობაქიძე, ნუგზან შვანგირაძე, გიორგი ხატიაშვილი და იქვე მცოხვრები მოქალაქე თამაზ შალიკიანი.
ასევე ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ ნუგზარ ბუცხრიკიძე და გაგა ჭეიშვილი. ხოლო ავთანდილ ბუცხრიკიძემ მოახერხა მიმალვა. 2010 წლიდან სასამრთლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული დანაშაულებისთვის მას შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების უვადოდ აღკვეთა.
2011 წლის 8 თებერვალს ავთანდილ ბუცხრიკიძემ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი ემზარ კაშია და ადგილზე გარდაიცვალა ძებნილი ავთანდილ ბუცხრიკიძე.