სამართალდამცველებმა გარი კარაიეჩევის მკვლელობისთვის სამი ადამიანი დააკავეს.
დაკავებულები არიან მკვლელობაში ბრალდებული იგორ ბერლუხი და დანაშაულის ხელშეწყობისთვის და დამალვისთვის ოლეგ მაკაროვი და ირაკლი ბარამია.
წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ მკვლელობა მოხდა ურთიერთშელაპარაკების დროს, ამ დროს მხარეები იყვნენ ნასვამები. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა მკვლელობაში ბრალდებულ იგორ ბერლუხის საცხოვრებელ სახლში. ამის შემდეგ, მან მისი მეგობრის ოლეგ მაკაროვის დახმარებით გარდაცვლილის გვამი დაანაწევრა და ჩანთებში ჩააწყო, შემდეგ გვამი ჩანთებით წაიღეს სასაფლაოზე და ცხედარი დაწვეს. დანაშაულის დამალვის მიზნით მკვლელობაში ბრალდებულებმა დამწვარი გვამი მტკვარში გადააგდეს. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს ეჭვმიტანილები.
დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო დანარჩენებს დანაშაულის ხელშეწყობისთვის და დამალვისთვის 7 წლამდე პატიმრობა.