პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
დღეს, საგაზაფხულო სესიის გახსნა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიულოცა.
დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე 35 საკითხს განიხილავენ.
კერძო სკოლებში და პროფესიულ სასწავლებლებში მანდატურების შეყვანასთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამ სააგენტოდ დაყოფის საკითხს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი კი გრძელვადიან პაემნების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში თავად წარადგენს.