ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, არავინ გადაჰყვება ჩვენ ქვეყანას ჩვენი ხალხის გარდა, ჩვენ თვითონ თუ არ მივხედეთ ჩვენ ქვეყანას. ხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა
მისი თქმით, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს დასაგამზირე ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული.
"რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს. საგამზირე ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული, რომ ბევრმა ადამიანმა დაარღვიოს კანონი, შემდეგ იყოს კანონის პასუხი, შემდეგ რასა იუკნევიჩიენემ ესენი რეზოლუციებში წეროს და „ნიანგის ცრემლები“ ღვაროს ევროპარლამენტარმა და რომელიღაცა ელჩმა", - განაცხადა პაპუაშვილმა
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50-მა ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს მილიონნახევრიან ქალაქს და ხედავთ, რომ ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაშია, ამ უშინაარსო ქმედებების და რადიკალიზმის მიმართ, რომლის მთავარი მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი, იგივე ხალხი ახლა, კიდევ ერთხელ ცდილობს იმავე წრეზე წასვლას, რომელიც ბოლოს რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს და ამის ნაწილია ეს ყველაფერი. ასე რომ, ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად, ჰუმანურად, მათ შორის იმ შემთხვევებში, თუკი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საჭიროა რაიმე ჰუმანური გადაწყვეტილება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამაზეც ხედავთ, რომ პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს - თქვენ, როგორც მედიას,[შეგიძლიათ] მისწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ ხელისუფლებასთან შეხვედრების უნდოდა, ამ შეხვედრის შემდეგ გადავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, ამ ყოველთვის მონაწილე იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე და ევროკავშირის ელჩზე.
"აი, ზუსტად მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი, ამ ტალღას მიყოლილი - [აზა ჩილაჩავამ] რომ ნახა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, ამაზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი და იწონებენ, სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობა არის ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, 50 ადამიანს, რომლებიც ქუჩას კეტავენ. აი, ამის შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიჰყვებიან მათ შეგულიანებას, მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ, პასუხის მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, ქალბატონ აზასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მართლწესრიგი დაცული და კანონი აღსრულებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.