პარლამენტის და თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, აქციის 4 მონაწილე დააკავეს.
საპროტესტო აქციების 337-ე დღეს დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
გზის გახსნის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულები არიან თორნიკე ტიკარაძე, ზაზა ბროლაძე, იოსებ ხეოშვილი და კახა ჯაფარიძე.
მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავებიან.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"