თუ ეს სამი პარტია აიკრძალება, ამის შედეგი იქნება ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია, იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას, რომ ყველა აზრი და იდეა გამოთქმული იყოს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილობის დამხობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის ფლაგმანები არიან“, მაშინ მათი დემოკრატიული სივრცის სარგებლობა უნდა შეიზღუდოს.
„ნებისმიერ დემოკრატიაში, როდესაც არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილობის დამხობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის ფლაგმანები არიან, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა, რომ ამგვარი რადიკალური პარტიებისთვის დემოკრატიული სივრცის სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რადიკალიზმზე რეაქცია. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება - ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია. იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას, რომ ყველა აზრი და იდეა გამოთქმული იყოს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.