ხვალ, 8 თებერვალს, შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ არსოშვილი კასპში მიემგზავრება და დროებით იქიდან უხელმძღვანელებს რეგიონს. გუბერნატორი კასპში უწყების ადმინისტრაციასთან ერთად რამდენიმე დღეს დარჩება და ადგილზე გაეცნობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს.
არსოშვილს დაგეგმილი აქვს მუნიციპალიტეტის სოფლების მონახულება, ადგილობრივ და დევნილ მოსხლეობასთან შეხვედრები და მუნიციპალიტეტის სამსახურების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება. გუბერნატორი გაფართოებულ თათბირს გამართავს სხვადასხვა უწყების ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებიც დაესწრებიან.
გუბერნატორის მხრიდან არაადმინისტრაციული ქალაქიდან რეგიონის მართვის ეს პირველი შემთხვევაა. მსგავსი გასვლები ტრადიციული გახდება და არსოშვილი წლის განმავლობაში რეგიონის სხვა ქალაქებშიც ჩავა.