სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის საპროტეტსო აქცოების ფარგლებში დაპატიმრებული, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.
აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 18 ივლის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.