საქართველოს პარლამენტი დიდოური ენის და კულტურის მკვლევარის მუჰამდე ჰაზმატოვის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც მუჰამედ ჰაზმატოვი 16 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა და დიდოელი ხალხის პრობლემების მოგვარებაში დახმარება საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს სთხოვა, უკან დაბრუნების შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.
"მუჰამდე ჰამზატოვი, რომელიც დიდიოური ენის და კულტურის მკვლევარი, კავკასიის დიდი პატრიოტი იყო, საქართველოში ჩამოსვლის დროს ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტისა ყურადღება მიეპყრო იმ პრობლემების მიმართ, რომელიც მის ხალხს აქვს. მას სურდა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამხდარიყო ცნობილი, რომ ითხოვდა დიდოელების ხალხად აღიარებას, დედაენის სწავლების უფლების მოპოვებასა და დიდიოური კულტურის და ისტორიის პოპულარიზაცია", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, პარლამენტში მასთან შეხვედრის დროს მან დიდიელი ხალხი რეპრესირებულ ხალხად აღიარების საკითხიც დააყენა, რომელში დახმარებასაც ქართული მხარე დაჰპირდა.
"აღნიშნული მოთხოვნების დაყენებით რუსეთის ფედერაციაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია და ჰაზმატოვს ჰქონდა იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო, როგორც კავკასიელ ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომ სახელმწიფოსგან შესძლებდა დახმარების მიღებას", - განმარტა წიკლაურმა.
დეპუტატის მტკიცებით, მას შემდეგ რაც მუჰამედ ჰაზმატოვის საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდა დაიწყო მისი დევნა, არ უშვებდნენ სოფლებში და ვრცელდებოდა ცილისწამება, რომ თითქოს იგი დიდოელი ხალხის ინტერების საწინააღმდეგოდ მოქმედება.
"სამი დღის წინ კი დიდიოური ენისა და კულტურის დამცველი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ მას ჯამრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობელემა არ ჰქონიდა და მის ცხედარს მოწამვლის კვალი აღენიშნება. ამის გათვალისწინებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოკლულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცება არ შეგვიძლია, რომ მისი სიცოცხლე ხელყვეს, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მუჰამედ ჰაზმატოვის გარდაცვალების ფაქტი საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების მიერ იყოს გამოძიებული, რადგან რუსეთის ფედერაციაში და მით უმეტეს ჩრდილოკავკასიაში ადამიანების მკვლელობა, გატაცება ჟურნალისტების აფეთქება და განსხვავებული ადმიანების სიკვდილით დასჯა ყოველდღიურობად იქცა", - აცხადებს წიკლაური.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კი კომიტეტის და ცალკეული პარლამენტარების სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე მიმართვა მომზადეება და ქართველი დეპუტატები მუჰამედ ჰაზმატოვის საქმიანობისა და მის გარდაცვალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ და მის გამოძიებას სთხოვენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა არ მიგვიღია, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ჰაზმატოვის გარდაცვალების ფაქტს ნათელი მოვფინოთ, რადგან მისი დევნა საქართველოდან წასვლის შემდეგ დაიწყო", - განმარტა დეპუტატმა.