ოფიციალური თბილისი დიალოგის დაწყების თაობაზე რუსეთის მიერ "ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას" ელოდება.
"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს იმისკენ, რაზეც მზადყოფნა საქართველოს მხრიდან უკვე გამოთქმულია და დიალოგი დაიწყება", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში "დიდი როლი" საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს ენიჭებათ, რის კონტექსტშიც, თბილისი მათ დიალოგზე რუსეთის დათანხმებისთვის დახმარებას სთხოვს.