გერმანიის კანცლერი საქართველოში გერმანულენოვანი მასწავლებლების გამოგზავნის ინიაციტივით გამოდის.
მერკელმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და მის ფარგლებში პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" დაინტერესება პრეზიდენტ სააკაშვილთან ორი დღის წინ გამართული შეხვედრისას გამოთქვა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ინტერესდებიან და თავად გამოთქვამენ ინიციატივას საქართველოსთან ითანამშრომლონ, მათ შორის ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროში. მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი, ქალბატონი მერკელი დაინტერესდა, რომ პროგრამის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" საქართველოში არა მხოლოდ ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა მოხდეს, არამედ პედაგოგები გამოიგზავნოს გერმანიიდანაც", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას კიდევ ერთი დაინტერესება ავსტრალიის მხრიდანაც გამოითქვა და ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და პირიქით, გახსნას შეეხება.
ჯალაღანიას განმარტებით, ავსტრალიასა და საქართველოში ერთმანეთის საელჩოები სავარაუდოდ, 2012 წლისთვის გაიხსნება.