საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
კონსულტაციები მიმდინარე კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ მიზნით ქართულ დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია უხელმძღვანელებს, ერ-რიადიში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.
"საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს აღმოსავლურ სამყაროსთან ურთიერთობას", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტროში, პარლამენტში, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საუდის არაბეთის განვითარების ფონდში.