10 თებერვალს, ვენაში, ეუთოს უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ფორუმი გაიმართება.
ფორუმს ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე დაესწრება, რომელიც სიტყვითაც გამოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ვაშაკიძე ყურადღებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში მზარდი მილიტარიზაციის ფაქტებზე გაამახვილებს, რაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეფასებით, "საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ეუთოს შესაბამის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება".