11 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ნატოს ურთიერთობის წლიური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის წარდგენა ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მოხდება, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში შეიკრიბება.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ამავე სხდომაზე ქართული მხარე კომისიის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიასაც გააცნობს.