მოსკოვში ეროვნებით ქართველი, ძებნაში მყოფი "კანონიერი ქურდი" დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. დაკავებულია ბიძინა ბაკურიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ზედმეტსახელებად - "ლომჩიკი" და "რომა ბატუმსკი" იცნობდნენ.
"1966 წელს დაბადებული ბიძინა ბაკურიძე მოსკოვის ბესკუდინოვსკოს რაიონში დააკავეს. დაკავებისას მას ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოაჩნდა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ბაკურიძე ბათუმელია და ადრე არაერთგზის ნასამართლევი ქურდობასა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.
1991 წელს ბიძინა ბაკურიძე ქუთაისის საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა.